„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებების გამო, თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ მათ, ვინც დღეს აქ იყვნენ - ეს ადმიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად", განაცხადა „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარსა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას P.S.-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას აღნიშნული განცხადების გამო საყვედური გამოეცხადა.
„დღეს დილიდან „რუსთავი 2"-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო, ყველას შევახსენებ რომ იესო ქრისტე არ არის მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს", განაცხადა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
„რუსთავი 2”-ის შენობასთან „ქართული მარშის” აქციაზე ინციდენტი მოხდა.
ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეკომპნიის იურისტი თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა ჟურნალისტებზეც რომლებიც მომხდარს აშუქებდნენ. ნაცემია დავით ერაძე, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან გუშინ გადაცემა P.S.-ში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გაბუნიამ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე სამართალდაცავები არიან მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.