„რომ არა ჩვენი დაცვის სამსახურის ძალისხმევა, შეიძლებოდა ძალიან მძიმე შედეგებამდე მივსულიყავით“ - ნიკა გვარამიას შეფასებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა
19-03-2018, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს „რუსთავი 2"-ის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, ასე აფასებს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიასთან რამდენიმე საათის წინ აქციაზე მომხდარ ინციდენტს.

 

 

მისი თქმით, „ქართული მარში", რომელიც აქციის ორგანიზატორი იყო, „არ წარმოადგენს არც ქრისტიანულ ძალას და არც საქართველოს ინტერესების დამცველ ძალას. ეს არის მოძალადე რუსული ორიენტაციის და იქიდან დაფინანსებული ძალა, რომელიც პერიოდულად და სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულებს".

 

 

„და დღეს მან ჩაიდინა მორიგი სისხლის სამართლის დანაშაული. ფიზიკური ზემოქმედება მოახდინა ჩვენს ჟურნალისტებზე, რამდენიმე მათგანი არის დაშავებული და ერთი არის ჰოსპიტალიზებული.

 

 

პრაქტიკულად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და არხის იურისტს, თამთა მურადაშვილს, როცა ისინი პრაქტიკულად დატყვევებული ჰყავდა მანქანაში და არ აძლევდნენ შესაძლებლობას გაეგრძელებინათ გადაადგილება. და რომ არა ჩვენი დაცვის სამსახურის ძალისხმევა, შეიძლებოდა ძალიან მძიმე შედეგებამდე მივსულიყავით. ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთის ძალიან მძიმე დანაშაულს და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ამ დანაშუალში მონაწილე ცალკეული პირების და ორგანიზატორების მკაცრად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას", განაცხადა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და დაამატა:

 

 

„რუსთავი 2" მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს ხალხს, ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენ ძალებში შედის, რათა დაცულ იქნას ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტური თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ, არამხოლოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, „რუსთავი 2"-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, მათი თმიდან ერთი ღერი თმის ჩამოვარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას".

 

 

ნიკა გვარამიამ მართლმადიდებელ მრევლს გადაცემა P.S.-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ  გაბუნიას აღნიშნული განცხადების გამო საყვედური გამოეცხადა.

 

 

„რუსთავი 2”-ის შენობასთან „ქართული მარშის” აქციაზე ინციდენტი მოხდა.

 

 

აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან გუშინ გადაცემა P.S.-ში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გაბუნიამ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს შეურაცხყოფა მიაყენა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი