თერჯოლის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა
19-03-2018, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქეთევან შეყრილაძესა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

 


„განათლება და განათლებული მომავალი თაობა ჩვენთვის-ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, პრიორიტეტია. თქვენი როლი კი ამ საქმეში დიდია. თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა აზრი და რჩევები საყურადღებო და მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ 2018 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაში გადავიდა. ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, არსებული სკოლების რეაბილიტაციის, რემონტისა და სხვა პროცესები დელეგირებული იქნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ თვითმმართველობებზე. მოხდა დეცენტრალიზაცია, რაც კარგია იმისათვის, რომ ადგილობრივ დონეზე განვიხილოთ და დავგეგმოთ პრიორიტეტები. თანამშრომლობა კი უდაოდ საჭიროა. ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მხრიდან საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რაც ჩვენი თანამშრომლობით უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება“, განაცხადა მანუჩარ ფანჩულიძემ.

 

 

 


შეხვედრის ბოლოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სხვადასხვა კითხვაზე უპასუხა და პედაგოგებს ხელისუფლების მხარდაჭერა აღუთქვა. დირექტორებმა კი, თავის მხრივ, მანუჩარ ფანჩულიძეს, რომელიც ბოლო დრომდე თერჯოლის საკრებულოს წევრი და ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ, წარმატებები უსურვეს.

 


ინფორმაციას და ფოტომასალას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი