ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways”ივნისიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დაიწყებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპოტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
ქეთი ალექსიძის თქმით, ავიაკომპანია Jazeera-სთან მოლაპარაკებებს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა.
ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამი სიხშრით ოპერირებას გეგმავს, თუმცა ავიაკოპმანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს ფრენის სიხშირის გაზრდას მომავალში.
ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე დაინტერესება ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება.
ქუვეითი-თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ითგაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.
რამდენიმე დღის წინ „Jazeera Airways”-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის პრეზიდენტი როჰიტ რამაჩანდრანი და ვიცე-პრეზიდენტი რაფიკ ბოღდადი საქართველოს პირველვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძედა სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.