პუტინმა დამარცხებულ საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იგი ღიაა სხვა სახელმწიფოებთან „კონსტრუქციული“ დიალოგისათვის
19-03-2018, 22:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტად მორიგი 6 წლით აბსოლუტური უმრავლესობით არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი ღიაა სხვა სახელმწიფოებთან „კონსტრუქციული“ დიალოგისათვის, თუმცა დაამატა: „რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, როგორც ეს სიყვარულშია, ორივე მხარემ უნდა აჩვენოს ინტერესი, თორემ მაშინ სიყვარული არ გამოვა“.

 


როგორც BBC იუწყება, პუტინმა აღნიშნა, რომ „შეიარაღებაში შეჯიბრს“ არ ექნება ადგილი და პირობა დადო, რომ შეამცირებს თავდაცვის ხარჯებს.

 


დამარცხებულ საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ მისი უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა.

 

 

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა მომავალშიც უნდა გააძლიეროს მისი თავდაცვა, მაგრამ დაამატა: „მსურს პირდაპირ გითხრათ, რომ არავის აქვს განზრახვა, რომ რაღაც სახის შეიარაღების შეჯიბრი გამართოს“. მან დასძინა, რომ არსებობს გეგმები, რომ წელს და მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი შემცირდეს.  

 

 

 

 

ვლადიმერ პუტინმა 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.

 


ამ დროისთვის ბიულეტენები მთლიანად დათვლილია და პუტინს 76%-ზე მეტი აქვს მიღებული, როგორც ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება. მას ხმა 54,5 მილიონმა მოქალაქემ მისცა, 5,1 მილიონით მეტმა, ვიდრე 2004 წელს. 

 


პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მოსკოვში მომიტინგეებისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა „აღიარეს ბოლო ხუთი წლის მიღწევები“.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, მან სიცილი დაიწყო მისადმი დასმული შეკითხვის შემდეგ, იყრიდა თუ არა კიდევ კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

 

„რასაც თქვენ ამბობთ, ცოტა მხიარულ ნოტაზე დამყენებელია. როგორ ფიქრობთ, მე აქ 100 წლამდე ვიქნები? არა!“, თქვა პუტინმა.

 

 

მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინი გავიდა. მან ხმების 12% მიიღო.

 


ვეტერანმა ნაციონალისტმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხმების 6%-ზე ნაკლები, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კი 2%-ზე ნაკლები მიიღო.

 

 

ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძოდა: სერგეი ბაბურინი, პაველ გრუდინინი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი, მაქსიმ სურაიკინი, ბორის ტიტოვი და გრიგორი იავლინსკი.



პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს, ალექსეი ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი