წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში ჩაის პლანტაციების აღდგენა დაიწყო
20-03-2018, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მრჩეველმა ნიკა აფხაძემ პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ და შპს „რენეგეიდ თის“ წარმომადგენელმა ჰანეს საარპუმ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

 


„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს მნიშვნელოვან პროექტს ოფურჩხეთში, სადაც წლების წინ ხდებოდა საუკეთესო ხარისხისა და გემოს ჩაის წარმოება, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 16 ჰექტარზე მოხდება, ეს არის სახელმწიფოს მიერ წყალტუბოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მაგალითი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდას“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერის ლევან უროტაძის თქმით, შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო. ოფურჩხეთში 16 ჰექტარი ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 48,000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.

 


შპს „რენეგეიდ თის“ წარმომადგენელმა ჰანეს საარპუმ აღნიშნა, რომ სოფელ ოფურჩხეთში ჩაის წარმოების დაწყება გადაწყვიტა კარგი რელიეფისა და ნიადაგის, სახელმწიფო პროგრამით მიღებული დაფინანსების გამო, მისი მიზანია ევროპელი სტუმრების ჩამოყვანა, რომლებიც ადგილზე დააგემოვნებენ მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის.

 


პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 739 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1,864,046 ლარი, საიდანაც 1,315,992 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი