ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მიერ ორგანიზებულ (აზიური მწერის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია) შეხვედრას დაესწრო.
მინისტრებმა, ლევან დავითაშვილმა და ზურაბ ალავიძემ, აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების რეგიონალური შტაბი გახსნეს. მოგვიანებით კი, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ზუგდიდში, გაფართოებული შეხვედრა გამართეს.
ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ოთხივე რეგიონში, 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი, რომელიც უკვე მობილიზებულია აბაშის რეგიონულ შტაბში.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო, წელს, ღონისძიებებს არამარტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე განახორციელებს, არამედ კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება.
შეხვედრა, რომელსაც ოთხი რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ,კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სახელმწიფოს მთავარი მიზანია, მავნებლის წინააღმდეგ, შესაბამის სტრუქტურებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რაც შეიძლება მეტად კოორდინირებულად მოხდეს მუშაობა, რომ შედეგი დადგეს და მოსახლეობამ მოსავალი მიიღოს.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.