დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წარმომადგენლებს შეხვდა.
„შეხვედრაზე განხილული იქნა სტუდენტური პარლამენტის პროექტი „განავითარე შენი რეგიონი“, რომელიც სოციალური პროგრამის ნაწილია და ემსახურება მუნიციპალიტეტების განვითარების პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას სხვდასხვა მეთოდებით, როგორებიცაა არაფორმალური განათლების ლექციები, ბანაკები, საჯარო brainstorming-ები, ლიდერთა სკოლები და ა.შ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები და მეთოდები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გვანცა ხულუზაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გია ბექაური და მერიის წარმომადგენლები“ ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.