კახა კალაძე: ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ნამდვილად ვეთანხმები აუდიტს, რომ არის სერიოზული პრობლემა
20-03-2018, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ავტობუსების მიერ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა.

 

 

იგი დასკვნას ეთანხმება და აცხადებს, რომ მერია დედაქალაქში წელს ეკონოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს შემოიყვანს.

 

 

„ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნების განმავლობაში და ახლაც მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის არის ზოგადად, ტრანსპორტის მოწესრიგება. დაანონსებული გვაქვს მთლიანად ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, რომელიც მართლაც მძიმე მდგომარეობშია. ერთი ის, რომ ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული ამ ავტობუსებს, რამდენი წელია უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მეორე, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ნამდვილად ვეთანხმები აუდიტს, რომ არის სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, წელს ჩვენ ვაპირებთ ასი ერთეული ავტობუსის შესყიდვას და მომდევნო წლების განმავლობაში საერთოდ, მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული პარკი ახალი ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით", განაცხადა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი