ცნობილია, რომ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სავალუტო ფულადი გადარიცხვები (აშშ–ის დოლარში) რუსეთიდან ხდება, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით ქართული დიასპორის რაოდენობა იქ ბევრად მეტია! უკრაინის კრიზისმა და რუსეთის აგრესიამ მის მიმართ, გამოიწვია ევროკავშირის და აშშ–ს მხრიდან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რამაც თითქმის გაანახევრა რუსეთიდან საქართველოში ქართველი ემიგრანტების ფულადი გზავნილების ოდენობა! საქართველოში კონვერტირებადი ვალუტის შემოდინების ასეთი კლება, ერთ–ერთი მთავარი მიზეზი გახდა ქართული ლარის გაუფასურების! ამიტომ, მიმაჩნია, რომ კარასინი–აბაშიძის ფორმატში, რომელიც ივნისში შედგება პრაღაში, ზურაბ აბაშიძემ განსახილველად უნდა წამოწიოს სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, ანუ რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის! ეს იქნება რუსეთის მხრიდან ადექვატური რეაგირება, რადგანაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის დიდი ხანია მოქმედებს უვიზო რეჟიმი! ეჭვგარეშეა, რომ, თუ მხარეებს შორის შეთანხმება მოხერხდა და საქართველოდან რუსეთში სავიზო მიმოსვლა გაუქმდა, მაშინ ეს ქმედება უეჭველად გამოიწვევს ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.