ირაკლი კობახიძე: უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების როგორც უფლებამოსილებები, ასევე მათი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსები
20-03-2018, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხელისუფლებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა განხორციელდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 


„დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, არამედ არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა გავატაროთ რეფორმები ამ მიმართულებით,“ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციას ესაჭიროება, პოლიტიკური ნება და ხელისუფლების ყველა შტოს აქვს ამ მიმართულებით, მასშტაბური და კომპლექსური რეფორმის განხორციელების მყარად ჩამოყალიბებული ნება.

 


„ყველამ კარგად ვიცით, პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ამ სფეროში და მე მოხარული ვარ, რომ დღეს პოლიტიკური ნება არსებობს და ამ მიმართულებით არის ერთიანი ხელისუფლების ყველა შესაბამისი განშტოება, როგორც პარლამენტი, ასევე საქართველოს მთავრობა. არსებობს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და საქართველოში განხორციელდეს, შესაბამისად, დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა“, აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონული განვითრებისა და თვითმმართველობის სფერო მისთვის პრიორიტეტულია. მან ამ მიმართულებით გაეროს განვითარების პროგრამასთან დაკავშირებული საკუთარი საქმიანი გამოცდილება გაიხსენა და თვითმმართველობების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი წვლილი აღნიშნა.

 


„ჩვენთვის არის, ნამდვილად, პრიორიტეტული ეს სფერო. პრიორიტეტულია როგორც დეცენტრალიზაცია, ასევე, რეგიონული განვითარება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებით არის ნამდვილად ფასდაუდებელი ჩვენი უცხოელი პარტნიორების წვლილი. ჩემთვის ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც მაკავშირებს გაეროს განვითარების პროგრამასთან. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ფაზის პირველი მენეჯერი, ამ პროექტის პირველი მენეჯერი გახლდით სწორედ მე და მანამდე, მთლიანობაში, დაახლოებით რვა წელი მაქვს გატარებული გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად და ჩვენ ერთდა ვმუშაობდით დეცენტრალიზაციის თემაზე, ასევე რეგიონულ განვითარებაზე და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი გაეროს განვითარების პროგრამას იმაში, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი დღეს საქართველოში როგორც რეგიონული განვითარების, ასევე დეცენტრალიზაციის. ჩემთვის, ნამდვილად, განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს თემა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კომპლექსური სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც დეცენტარალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

 


„ბუნებრივია, მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი ამისათვის. პოლიტიკურ ნებასთან ერთად არის საჭირო სწორი ხედვის არსებობა და სწორი ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე. არის აუცილებელი კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზეც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ასევე, რეგიონული განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის მეორე ფაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკავშირებული იქნება სწორედ შესაბამისი, სწორი ხედვის ჩამოყალიბებასთან“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების როგორც უფლებამოსილებები, ასევე მათი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა, როგორიცაა ადამიანური რესურსებისა და რეგიონული განვითარება.

 


„რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს, სწორედ, ადგილობრივ დონეზე, ადამიანური რესურსების განვითარება და თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარება. ცალკე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარება, რასაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. შემუშავდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, რეგიონული განვითარების სტრატეგიები და საჭიროა მუშაობის გაგრძელება იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს რეგიონული განვითარების მდგრადი სისტემა, ამის გარეშე რთული იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია, ზოგადად, სწორ და მყარ რეგიონულ განვითარებასთან. სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში აქტიურადაა ჩართული, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა წვლილიც რეფორმირების პროცესში არის ფასდაუდებელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი