აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) ტეხასში, სან ანტონიოს სიახლოვეს, FedEx-ის ქარხნის საწყობში მომხდარ აფეთქებას იძიებს, როგორც ამას ამ წუთებში BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი ღამით ქალაქ შერცში, ოსტინიდან ერთი საათის სავალზე მოხდა, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ოთხი ბომბი იქნა აფეთქებული.
ამ დროისთვის არ გამოკვეთილა რაიმე კავშირები უწინდელ აფეთქებებთან, რასაც ორი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, და რაც პოლიციის რწმენით, სერიული დამნაშავის ნამოქმედარია.
ადგილობრივი ახალი ამბების სადგური „კენს 5“ იტყობინება, რომ საწყობში თანამშრომლები იმყოფებიან და მათ ჯერჯერობით გარეთ არ უშვებენ.
დაუდასტურებელი ცნობით, დაზიანება აქვს მიღებული ერთ პირს, თუმცა ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.