შვედეთის სამეფოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში სასწავლო ვიზიტად შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის შტაბის ოფიცრის კურსის პედაგოგები და მსმენელები იმყოფებიან. ვიზიტის მთავარ მიზანს ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს გამოწვევების გაცნობა წარმოადგენს.
დღეს შვედ სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უმასპინძლეს. სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა მათ DIB სკოლის დაარსების, ამოცანის, განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით შვედეთის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების, უსაფრთხოების გარემოს, ტოტალური თავდაცვის თემებზე პრეზენტაციები წარუდგინეს და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის შტაბის ოფიცრის კურსის პედაგოგები და მსმენელები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.