იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თარიღების დასახელება „მძიმე მცდელობებისა და მოლაპარაკების პროცესში ჩემი მხრიდანაც არცთუ კარგი იდეაა".
მინისტრი იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის ოჯახსა და საზოგადოებას მალე მიეცემა შესაძლებლობა, ცხედარს პატივი მიაგოს და მიწას მიაბაროს.
„დღეს თარიღები არ არის საუბრის თემა, საუბრის თემა არის და მომავალშიც იქნება ცხედრის გადმოსვენება და ოჯახისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, საზოგადოებისთვის გლოვის უფლების მიცემა, რადგან ეს არის ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება.
შესაბამისად, მუშაობა გრძელდება და იმედს გამოვთქვამ, რონ ჩვენ ცხედარს მალე დავიბრუნებთ იმისთვის, რომ დედამ, მამამ და საზოგადოებამ შეძლოს ცხედრისთვის პატივის მიგება და მიწისთვის მიბარება“, განაცხადა თეა წულუკიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს დღეს გადმოასვენებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.