საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ელჩთან იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა იან კელისთან, რომელიც აშშ-ს ელჩის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, ელჩის მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ -საქართველოს ურთიერთობათა დინამიკაზე, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ი ვიზიტზე, ასევე, სენატში, კონგრესსა და თეთრ სახლში გამართულ კონსულტაციებზე, რომელზეც საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღების საკითხი განიხილეს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, გაზრდილი საფრთხეების ფონზე, როცა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მოწინავე ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია დასაცავია, გამოწვევების გასამკლავებლად მნიშვნელოვანია - აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღება და ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანა.
აშშ-ს ელჩმა იან კელიმ შეხვედრისას, საელჩოს სახელით, გამოხატა სრული მზაობა, რომ საელჩო გააგრძელებს ინტენსიურ თანამშრომლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა ძალას იხმარს, იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნას მხარდაჭერილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.