ნიკა მელიას განცხადებით, კულტურის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის დანიშვნა და დღემდე მისთვის თანამდებობის შენარჩუნება, საყდრისის აფეთქებას უკავშირდება
20-03-2018, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ 2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის დანიშვნა და დღემდე მისთვის თანამდებობის შენარჩუნება საყდრისის აფეთქებას უკავშირდება, რისი განხორციელებისთვისაც გიორგაძემ ერთ „დღეში 5 დოკუმენტი შეცვალა“, რაც მელიას თქმით, 2014 წლის დეკემბერში საყდრისის აფეთქების მიზეზი გახდა.

 


„ქართული ოცნების“ იმ მინისტრსაც კი, ბატონი ოდიშარია იყო, ვერ მოაწერინეს ხელი და ძეგლის სტატუსი ვერ მოახსნევინეს, მერე გახსოვთ ხომ, ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ეს ადამიანი შვებულებაში გავიდა, უარი უთხრა და გავიდა, მერე მოხსნეს, მერე მთელი ორი თვის განმავლობაში ახალ კულტურის მინისტრს ვერ ნიშნავდნენ, რეალურად იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერდა, იშოვეს, იპოვეს ბატონი გიორგაძე, დანიშნეს სექტემბერში 2014 წლის და უკვე დეკემბერში მოაწერა ხელი, დღეში 5 დოკუმენტი შეცვალა და ააფეთქეს დეკემბრის თვეშივე და დღემდე ბატონი გიორგაძე მხოლოდ და მხოლოდ, რა უნარ-ჩვევებით ბატონი გიორგაძე გამოირჩევა ან რომელი ნათელი წერტილია იმ ასე ვთქვათ, ნათელ მინისტრთა კაბინეტში, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, რომ დღემდე, მთელი 4 წლის განმავლობაში თანამდებობას ინარჩუნებს - ერთადერთი მიზეზის გამო, რომ რეალურად მოაწერა ხელი იმას, რაზეც ხელს არავინ არ აწერდა. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, ის რაც გაბედა აი, ბატონმა გიორგაძემ და ბატონ გიორგაძემდე ვინც იყო მინისტრი კულტურის, ის ამბობდა, არაერთხელ განუცხადებია, რომ აი ამ სამინისტროს უწყების ხელმძღვანელი (მელია პირდაპირი ჩართვისას ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან იდგა), ბატონი ქუმსიშვილი როგორ თხოვდა და აძალებდა სტატუსის მოხსნას. და როგორ ფიქრობთ, ეხლა, ვისი ინტერსია, რომ მილიარდ 300 მილიონი, ასე ვთქვათ, ოქრო და სპილენძია გასული ქვეყნიდან, მაშინ როცა მიზერული თანხა შეაქვთ ბიუჯეტში... ესენი ხომ ყველა გადასახადს არ იხდიან... და რეალურად, ეს არ არის არ-ემ-ჯის კომპანია, როგორც კომპანია, ეს არის სახელისუფლებო, აი ამათი გაგრძელებაა, აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელებაა, სადაც დასაქმებული არის ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი“, თქვა მელიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას და დაამატა, რომ ოქროს მომპოვებელ კომპანიაში დასაქმებულებები ძირითადად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის უკვე გაუქმებული სამინისტროს ის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც საყდრისის აფეთქების პირდაპირი ხელისშემწყობნი იყვნენ თავიანთი ყალბი დასკვნების დადებით.

 


მელიამ დააზუსტა და თქვა, რომ კომპანიას ბოლნისის ბიუჯეტში 5 მილიონი აქვს შეტანილი, მაშინ როცა მისი თქმით, მოგება მილიარდებს შეადგენს და არც ინფრასტრუქტურა აქვთ მოწყობილი და არც მხარის განვითარებაში შეუტანიათ წვლილი. „მთები არის შეჭმული“, დასძინა მელიამ.

 


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას თქვა, რომ „რეალურად, არც სუსი რეგიონში, არც პროკურატურა, არც გუბერნია არაფერი არაა, მთელი ხელისუფლება აქვს ამ არ-ემ-ჯის“.

 


„გუშინაც ნათელი დადასტურება იყო ამისა ის, რომ მთელი გზა მოფენილი იყო სუს-ის თანამშრომლებით, ერთმანეთს რაციით გადასცემდნენ, თავიანთი უსაფრთხოების სამსახური ჰყავთ, რატომ? იმიტომ, რომ დიახაც ძალაუფლებასთან ერთად აქვთ ფული, ჰყავთ მოზონდერო ელემენტები, როგორიც არის მაგალითად კობა მენაბდიშვილი, ადამიანი, რომელიც საწარმოოს დირექტორია და რომელსაც თვეში აქვს 40 000 ლარი და რომელიც დიახაც, ტექნიკურად იყო შემსრულებელი საყდრისის აფეთქების, ამფეთქებელი იყო თავის დროზე რიგითი. მან ააფეთქა, მერე დაუფასეს, დანიშნეს რაღაც საწარმოს დირექტორად, რეალურად ასრულებს ზონდერის ფუნქციას იქ, მთელი ბოლნისის, დმანისის რაიონის კონტროლქვეშ აყვანას...

 


კობა მენაბდიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს ძალიან მკაცრად უახლოეს მომავალში. ამ ადამიანებს 40 ათასი ლარი აქვთ ხელფასი თვეში და ისინი პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდნენ და მისი ძმა, რომელიც ქართული ოცნების საკრებულოს წევრია დმანისში, ამავე დროს არ-ემ-ჯის თანამშრომელია“.

 

 

მელიამ აღნიშნა, რომ „არ-ემ-ჯი გოლდში“ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია.

 


მელიამ ასევე შეშფოთება გამოხატა იმ ეკოლოგიური კატასტროფის გამო, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკუთარი თვალით ნახა. მან ბოლნისს „პატარა ჩერნობილი“ უწოდა და თქვა, რომ „ბოლნისის გადარჩენა პრაქტიკულად არის უკვე შეუძლებელი. ყოველ მეათე ოჯახში მასობრივად სიმსივნით დაავადებული ადამიანები არიან, მასობრივად. ერთ ოჯახში ორი სიმსივნით დაავადებული ადამიანი ვნახე პირადად... ბოლნისში დაბინძურებულია ყველაფერი, ნიადაგი, წყალი, ჰაერი, მერე ეს ყველაფერი ჩაედინება სამელიორაციო სისტემაში, ირწყვება სავარგულები, ბოსტნეული მერე თბილისშიც შემოდის, ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ დმანისის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი