„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი „პატარა ჩერნობილია“.
მელია ბოლნისში ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტში საკუთარი თვალით ნახა, რაც მისივე თქმით, რეგიონში კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ საქმიანობას უკავშირდება.
„ბოლნისის გადარჩენა პრაქტიკულად არის უკვე შეუძლებელი. ყოველ მეათე ოჯახში მასობრივად სიმსივნით დაავადებული ადამიანები არიან, მასობრივად. ერთ ოჯახში ორი სიმსივნით დაავადებული ადამიანი ვნახე პირადად... ბოლნისში დაბინძურებულია ყველაფერი, ნიადაგი, წყალი, ჰაერი, მერე ეს ყველაფერი ჩაედინება სამელიორაციო სისტემაში, ირწყვება სავარგულები, ბოსტნეული მერე თბილისშიც შემოდის, ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ დმანისის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ „არ-ემ-ჯი გოლდში“ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია.
დეპუტატის განცხადებით, კომპანიას ბოლნისის ბიუჯეტში 5 მილიონი აქვს შეტანილი, მაშინ როცა მისი თქმით, მოგება მილიარდებს შეადგენს და არც ინფრასტრუქტურა აქვთ მოწყობილი და არც მხარის განვითარებაში შეუტანიათ წვლილი. „მთები არის შეჭმული“, დასძინა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ „რეალურად, არც სუსი რეგიონში, არც პროკურატურა, არც გუბერნია არაფერი არაა, მთელი ხელისუფლება აქვს ამ არ-ემ-ჯის“.
„გუშინაც ნათელი დადასტურება იყო ამისა ის, რომ მთელი გზა მოფენილი იყო სუს-ის თანამშრომლებით, ერთმანეთს რაციით გადასცემდნენ, თავიანთი უსაფრთხოების სამსახური ჰყავთ, რატომ? იმიტომ, რომ დიახაც ძალაუფლებასთან ერთად აქვთ ფული, ჰყავთ მოზონდერო ელემენტები, როგორიც არის მაგალითად კობა მენაბდიშვილი, ადამიანი, რომელიც საწარმოოს დირექტორია და რომელსაც თვეში აქვს 40 000 ლარი და რომელიც დიახაც, ტექნიკურად იყო შემსრულებელი საყდრისის აფეთქების, ამფეთქებელი იყო თავის დროზე რიგითი. მან ააფეთქა, მერე დაუფასეს, დანიშნეს რაღაც საწარმოს დირექტორად, რეალურად ასრულებს ზონდერის ფუნქციას იქ, მთელი ბოლნისის, დმანისის რაიონის კონტროლქვეშ აყვანას...
კობა მენაბდიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს ძალიან მკაცრად უახლოეს მომავალში. ამ ადამიანებს 40 ათასი ლარი აქვთ ხელფასი თვეში და ისინი პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდნენ და მისი ძმა, რომელიც ქართული ოცნების საკრებულოს წევრია დმანისში, ამავე დროს არ-ემ-ჯის თანამშრომელია“, განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.