ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე გაგრძელდება მუშაობა, რომელშიც არასამთვრობო სექტორის ჩართვაც მოხდება.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არა მხოლოდ ფორმალურად შევასრულოთ ვალდებულება, არამედ, შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით და ამაზე გაგრძელდება მუშაობა საპარლამენტო ფორმატში და ამ სამუშაოში იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე, ჩართული იქნებიან სხვა პარტნიორებიც. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მსჯელობა გაგრძელდება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.