ცხინვალის დეფაქტო გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს
20-03-2018, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სპუტნიკის“ ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება სამშაბათს ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას გადასცემს.

 

 

როგორც სააგენტო იტყობინება, ამის შესახებ დეფაქტო გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

 

 

„ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ველოდით, რომელიც მანამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დავუკვეთეთ. ამ დროისთვის დასკვნა უკვე მიღებულია და როგორც ადრე განვაცხადეთ, ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადავცემთ ექსპერტების დასკვნასთან ერთად“, განაცხადეს ე.წ. გენპროკურატურაში.

 

 

ერგნეთის საგუშაგოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან, ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან.

 


მათ მედიის წარმომადგენლებთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი