ქეთევან ციხელაშვილი: ამ წუთებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, მას ჩაუტარდება ექსპერტიზა თბილისში და ამის შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ოჯახში
20-03-2018, 21:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდნ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების შემდეგ, ერგნეთში პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

 


„ამ წუთებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თბილისში, და ამის შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ოჯახში, სადაც მოლოდინი არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ამ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ოჯახს ჰქონდეს და ახლობლებს ჰქონდეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა - ჩვენც გვქონდეს, სახელმწიფოს, საზოგადოებას საშუალება, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ მას“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი