თბილისის საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, რეკრეაციულ ზონაში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ, ქართული ანბანის ძეგლიდან ორიოდე მეტრის დაშორებით მრავალსართულიანი, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომპანიას, რომლის ვინაობაც უცნობია, გამომდინარე იქედან, რომ მას მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვს განთავსებული, რეკრეაციულ ზონაში გზის გაყვანისას განადგურებული აქვს მწვანე საფარი, ხეები, და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დიდ ნაწილზე სრულად აქვს დაფარული ქართული ანბანის ძეგლი, რომლის ნაწილიც დაზიანებულია, თუმცა გაურკვეველია ვის მიერ.

ამ დროისთვის შენობის 4 სართულია ამოყვანილი, თუმცა ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია და ტერიტორიიდან გაყვანილია მძიმე ტექნიკა.

GUARDIAN.GE გთავაზობთ აღნიშნული მშენებლობის ფოტომასალას და მიმართავს თბილისის მერიას, რომ რეკრეაციულ ზონაში, ქართული ანბანის ძეგლის გასწვრივ მშენებარე უსახური შენობა-ნაგებობის შესახებ, რომელზეც მოქალაქეებმა თავისი დამოკიდებულება წარწერით - „ნუ ამახინჯებთ ქალაქს“ - გამოხატეს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და ერთხელ მაინც დაუშვას უკანონო მშენებლობის დემონტაჟის პრეცედენტი, რადგან რეკრეაციული ზონისთვის თვალის ერთი გადავლებითაც კი აშკარაა, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც მრავალწლოვანი ნარგავების დიდი ნაწილი ნარმანიას მერობისას დაირგო, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვაც სავარაუდოდ, მისი მერობის ბოლო თვეებში გაიცა, არანაირი შენობა-ნაგებობის განთავსება არ არის მიზანშეწონილი და მერიის ნებისმიერი ე.წ. ნებართვა, რომელიც კომპანიას შეიძლება გააჩნდეს და რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა მშენებლობა, აშკარად უკანონოდ უნდა იყოს გაცემული.






მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.