ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
„უახლოეს ორ კვირაში გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, კვალიფიციური და ერთად გავეცნობით, თუმცა სახეზე და ხელებზე აშკარაა ძალადობის ნიშნები“, განაცხადა თინიკაშვილმა, რომლის ინფორმაციით, ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მისი თქმით, ტატუნაშვილს ჯერ წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, ხოლო შემდეგ ქანდის იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც 2008 წლის შემდეგ დევნილი მოსახლეობისთვის გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.