ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა იგეგმება.
ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება, დღეს, გააფორმა.
სოფელ მარელისში ორი უბნის - კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი 1 740 მეტრზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 332 852 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება 5%-ს შეადგენს.
სამუშაოები სახელშეკრულებო ვადებით აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.