გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. დღესასწაული 19 მარტს იწყება და ტრადიციულად 21 მარტს სრულდება. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.
ღონისძიების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში, სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში სავალან მირზოევი.
ინფორმაციასა და ფოტომასალას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.