შუახევში მაშველები ადიდებულ მდინარეში ჩავარდნილ 13 წლის ბიჭს მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ
21-03-2018, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეორე დღეა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში ჩირუხის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაშველები, მდინარეში 13 წლის მურმან ფუტკარაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. შემთხვევა გუშინ დაახლოებით 17 საათზე მოხდა.

 

 

შუახევის მერიის ინფორმაციით, მოზარდი თანატოლებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ადიდებულ მდინარეში ჩაუგორდა და მას გადაყვა.

 

 

ადგილზე მუშაობენ შუახევის, ხულოს, ქედის ორ-ორი და ქ. ბათუმის ხუთი სახანძრო - სამაშველო ბრიგადა, სულ 60 -ამდე მაშველი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობა.

 

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, შსს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი