საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა წერილიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც მისი თქმით, მესტიისა და ლენტეხის მოსახლეობისგან მიიღო.
წერილში ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შეერთებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ დაქვემდებარებაში ძლიერი ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბებას ითხოვს.
„სვანეთი და სვანები სულ ცოტა 55 საუკუნე ღირსეულად და ერთგულად მოჰყვება საქართველოს და ქართველი ერის მრავალ ათასწლოვან ისტორიას. მთელი თავისი უხანგრძლივესი ყოფიერების განმავლობაში სვანები და სვანეთი ყოველთვის იყო, არის და სამომავლოდაც იქნება ქართველი ერისა და საქართველოს სისხლხორცეული, შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. გამომდინარე აქედან, გამიზნულად ვუჭერთ მხარს სვანეთის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებასა და აღორძინებას. კონკრეტული დარგების დაწინაურების მიმართულებით. აუცილებელია სვანეთის ერთიან რეგიონად გაერთიანება. მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შეერთება და ძლიერი ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ დაქვემდებარებაში.
ვაცხადებთ, რომ სვანები წარმოვადგენთ ძირძველ, მკვიდრ, აბორიგენ, ავტოქტონურ მოსახლეობას. სვანეთში სვანებზე ყოველმხრივი უპირატესობისა და პრიორიტეტულობის ლეგიტიმური უფლებამოსილებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, გაერო-სგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას.
შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება. ასევე, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.