მამუკა ხაზარაძის პასუხი "ბანკების შეთქმულების თეორიაზე"
25-05-2015, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ საბანკო სისტემის რეპუტაცია შეირყა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, - ამის შესახებ "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოში კომერციული ბანკი ასრულებს იმ ტრანზაქციებს, რომელთაც კლიენტი უკვეთს - იქნება ის ფიზიკური, თუ იურიდიული პირი.


"კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით მოვისმინე მოსაზრება ბანკების შეთქმულების თეორიაზე. ლარის კურსის გაუფასურებამ ჩვენი ბანკის ინვესტორებს 250 მილიონი დოლარი დააკარგვინა. საუბარი მაქვს აქციონერებზე, რომლებიც შარშან შემოუერთდნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების განთავსებას. მეორე მხრივ, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ იწვევს საკრედიტო პორტფელის გაფუჭებას და აისახება ბანკის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მომგებიანობაზე. ხდება სესხების რესტრუქტურიზაცია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ იმ სესხის დაფარვას, რომელიც, მაგალითად, დოლარში ჰქონდათ აღებული", - განაცხადა ხაზარაძემ.

 


მისივე თქმით, კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებული ნეგატიური განცხადებები საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ "ჩვენ ჩვენი თავის მტრები ვართ, მათ შორის ბანკის ყველა აქციონერი და თანამშრომელი".


"ვფიქრობ, ეს უფრო ვიღაცის გულის მოსაგებად გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებია და საბოლოოდ დარტყმას აყენებს უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ რამეს, რასაც ქართული ეკონომიკა ჰქვია. თუ საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია შეირყა, და ამაზე შეიძლება ბევრმა რამემ იმოქმედოს და მით უფრო პოლიტიკოსების განცხადებებმა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო", - აცხადებს ბიზნესმენი.


მისივე თქმით, ექსპერტების განცხადებები ლარის გაუფასურებაში ეროვნულ ბანკთან ერთად კომერციული ბანკების დადანაშაულების შესახებ პოპულისტური და არაკორექტულია.
"24 წელია, ამ სფეროში ვარ და სიმართლე გითხრათ, ბანკებზე ასეთი განცხადებებიც პირველად მესმის. ამერიკაში რომ რაღაც მოხდა, არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად გადმოიღებდნენ საქართველოში. ეს სერიოზული ბრალდებაა და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელიც",-ამბობს მამუკა ხაზარაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი