დამოუკიდებელი ექსპერტი: ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების მიხედვით, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ჰქონდა ადგილი
21-03-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შედეგ, თბილისში ექსერტიზას დაესწრო, აცხადებს, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

 


როგორც მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების მიხედვით, უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ჰქონდა ადგილი.

 

 

„სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევების სახით, სისხლნაჟღენთების სახით, თითქმის მთელ სხეულზე. ყველაფერი აღწერილი გვაქვს დასკვნას ფოტოები დაერთვება", აცხადებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე.

 

 

ექსპერტის თქმით, გვამს რედგენოგრაფია ჩაუტარდა, რადგან საეჭვო იყო თითების მოტეხილობა.

 

 

„იქ მანიპულაციები ჩატარდა, ალბათ ის ნახა ვინმემ, არ ვიცი ვინ ნახა და ვინ გაავრცელა. რენდგენის დასკვნა დაიდება მერე და ყველაფერს გვიჩვენებს. სხეულზე არსებული მრავალი დაზიანების მიხედვით, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ჰქონდა ადგილი", განაცხადა თოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი