წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის კამპანიაში ჩაერთო. „წელს დაუნის სინდრომის დღის მსოფლიო კამპანია დაუნის სინდრომის მქონე პირებისათვის სამუშაო გარემოში ინტეგრირებას უსვამს ხაზს. „რა მომაქვს ჩემი საზოგადოებისთვის“, სწორედ ეს არის წლევანდელი სლოგანი.
„წყალტუბოს მუნციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, გადავწყვიტეთ ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად, დღეს კიდევ ერთხელ დაგვენახებინა ყველასათვის, რომ ადამიანებს დაუნის სინდრომით, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მოაქვთ“, განაცხადა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ლაშა კაკრიაშვილმა.
საკრებულოს ინიციატივით, ინკლუზიურ ცენტრს სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული სათამაშოები გადაეცა, ბენეფიციარებს კი, სადღესასწაულო ცენტრმა „თახვებმა“ უმასპინძლა.
ბავშვებთან ერთად, სადღესასწაულო განწყობას, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეები გრიგოლ დალაქიშვილი და იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის წევრები და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი შეუერთდნენ.
ინფორმაციას წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.