გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია დაუნის სინდრომის მქონე 18-წლამდელ ბენეფიციარებს თანხას ჩაურიცხავს
21-03-2018, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სლოგანს „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ შეუერთდნენ და ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ღონისძიება გამართეს.

 


ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე დაესწრო.

 

 

„თერაპიული ცენტრის აღსაზრდელებისთვის სკოლის მოსწავლეებმა სიმღერები და თეატრალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, რევაზ ეგაძემ ბავშვებს სიტყვით მიმართა. მან საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ბავშვისა თუ მოზარდის სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სხვა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ.

 

 

მოგვიანებით, თერაპიული ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

 

კულტურის ცენტრის მომღერალმა, გოგა ტყემალაძემ ბენეფიციარების განწყობის ასამაღლებლად რამდენიმე სიმღერა შეასრულა. დასასრულს კი, ცენტრის ბენეფიციარებმა მათთვის მომზადებული ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს.

 

 

გაცნობებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია 21 მარტს, 2018 წლის სოციალური პროგრამის თანახმად, დაუნის სინდრომისა და ცერებრალური დამბლის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების მეურვეებს, საბანკო ანგარიშზე 250 ლარს ჩაურიცხავს", აღნიშნულია გარდაბნის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი