აშშ-ს სამხრეთ რეგიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. “ბიბისის” ცნობით, გადაუღებელმა წვიმამ განსაკუთრებით ტეხასისა და ოკლაჰომას შტატები დააზარალა.
ცენტრალურ ტეხასში მდინარეები ნაპირებიდან გადავიდა და ასობით სახლი დატბორა. ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქ სან-მარკოსში სამი ადამიანია დაკარგული.
მეტეოროლოგები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ უხვ ნალექს პროგნოზირებენ. მათი თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს არკანზასის, ლუიზიანას, მისურისა და კანზასის შტატების მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.