წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქციას ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს.

„ის ფაქტი, რომ მიუხედვად ბევრი დაბრკოლებისა და გამოწვევისა, გაზეთი „ახალი წყალტუბო“ დღემდე მოვიდა, ენთუზიაზმით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანების დამსახურებაა. განსაკუთრებული მადლობა გაზეთის რედაქტორს ბატონ მურთაზ კანკაძეს, გისურვებთ გაძლიერებას, ბევრ მკითხველსა და გაზრდილ ტირაჟს“, განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.