თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ ტრენინგი დღეს ოფიციალურად დასრულდა. კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში იოანეს დუმამ დახურეს. ლელა ჩიქოვანმა ჰოლანდიელ დიპლომატს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრენინგის მიზანი საქართველოს კრიზისების მართვის სისტემის უწყებათშორისი თავსებადობისა და თანამშრომლობის გაზრდა, ასევე კრიზისული სიტუაციების დროს კომუნიკაციის გაუმჯობესება იყო. სემინარი კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის 4-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მას კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ორდღიანი ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კრიზისების მართვის ციკლის სხვადასხვა საფეხურებს, საქართველოს კრიზისების მენეჯმენტის სისტემასა და კრიზისული სიტუაციების დროს კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას გაცნობოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.