ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის ელჩს, რუდოლფ მიხალკასა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ივან კმეტს უმასპინძლა
21-03-2018, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, რუდოლფ მიხალკასა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ივან კმეტს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ივან კმეტს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 


უწყების პრესსამსახურის ცნობით, სლოვაკმა დიპლომატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

 


ლელა ჩიქოვანმა მათ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

 


ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ სლოვაკეთის მხარეს გაწეული დახმარებისა და ექსპერტის მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსა და გამოცდილების გაზიარებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი