"თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ღარიბაშვილი კოალიციის დაშლისთვის ემზადება, რადგან არჩევნების შემდეგ, კოალიციას მიზერული შანსი აქვს, რომ ერთობა შეინარჩუნოს. საბოლოოდ კოალიცია დაიშლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება," - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე , "რეზონანსთან" ინტერვიუში. მისი თქმით, ხელისუფლების სურვილი და მიზანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვეფხვაძე: ღარიბაშვილი კოალიციის დაშლისთვის ემზადება.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებას" მიზერული შანსი აქვს, რომ ერთობა შეინარჩუნოს. ეს გამოცდა თვითმმართველობის კოდექსზეც დაეტყოთ. საკრებულოებს ყველანაირი უფლება წაართვეს, წარმომადგენლობითი ორგანოები მოკლეს და ყველაფერი ერთ ადამიანზე გადავიდა. რეგიონებში თვითმმართველობა კი არა, ერთი ადამიანის მმართველობა გვაქვს. როგორც ჩანს, ერთი ადამიანი ეს იქნება, ვისაც ღარიბაშვილი დანიშნავს. სწორედ ეს გადაწყვეტილება, წარმომადგენლობით ორგანოებს რომ წაართვეს და რეგიონებში ყველაფერი ერთ ადამიანზე ააწყვეს, იმის მანიშნებელია, რომ ღარიბაშვილი კოალიციის დაშლისთვის ემზადება. როგორც ჩანს, კოალიციის დაშლა გარდაუვალი გახდება. ყველაფრის მერე, მე და დავით ბერძენიშვილი და კიდევ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლეიც დღეს კოალიციაში შედიან, ერთად დავსხდებით და მოვითხოვთ 50%-იან ბარიერს, შემდეგ ერთმანდატიანი უფლების გაუქმებას და ა.შ. ამიტომ ამ პარტიებს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, რადგან ხვალ ყველაფერი წინ დახვდებათ. საბოლოოდ, როცა კოალიცია დაიშლება, საჭირო გახდება, რომ ახალი გუნდი შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შემოდგომაზე გამწვავდება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც არ გამოვრიცხავ", - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე.
"აქ პრინციპული საკითხია - ამ 50%-იან ბარიერს უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰქვია. პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ პარტიას, შესაძლებელია პირველ ტურში ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდეს, მაგალითად, 30-40%, მაგრამ ეს აბსოლუტური მხარდაჭერა არ იყოს, შესაბამისად, ეს პარტია არჩევნებს ვერ მოიგებს. ახალი ბარიერი დომინანტ პარტიაზეა მორგებული. თავის დროზე ასე იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობა", რადგან როგორც მათი, ასევე დღევანდელი ხელისუფლების სურვილი და მიზანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა თვითმმართველ ქალაქში წარმომადგენელი ჰყავდეთ. "ნაციონალური მოძრაობის" დროს უკვე გავიარეთ, როცა არჩევნეის შედეგად ძალაუფლეის 99%-ს ერთი პოლიტიკური ძალა იღებდა. ეს დიდი შეცდომა იყო, რომელიც მათ ძალიან ცუდად მოუბრუნდათ. მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არასწორია და ამ ხელისუფლებასაც ასევე ცუდად მოუბრუნდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ვეფხვაძე.
"ბუნებრივია, ივანიშვილს "მოქალაქე" იმისთვის არ სჭირდება, რომ ხელისუფლებაში მყოფ მინისტრებს რეკომენდაცია მისცეს. ასე არ იქნება. ეს არის საფიხვნო, სადაც ივანიშვილი დაჯდება და რაც მას ძალიან მოეწონა, იმ საკითხებზე ისაუბრებს. ადრე იმის პრობლემა ჰქონდა, რომ კამერებთან გამოჩენას ერიდებოდა. რაც პოლიტიკაშია, მედიასთან მიმართებაში გარკვეული მოთხოვნილება გაუჩნდა, საზოგადოებისთვის საკუთარი აზრის გაზიარება დაიწყო. ბიძინასთვის ეს ორგანიზაცია სწორედ აზრის გაზიარების ფუნქციას შეასრულებს", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციას თუ გადიხართ და არის თუ არა საუბარი საერთო კანდიდატებზე" - პასუხობს:
"ეს რთული თემაა, რადგან კანდიდატი ძალიან ბევრია, შესათანხმებელია მერობისა და გამგებლების 80-ზე მეტი კანდიდატი, მათ შორის თბილისში. არასაპარლამენტო ოპოზიციამ საერთო კანდიდატები რომ უნდა ვეძებოთ, ეს ჩემთვის მისაღებია, თუმცა ვხედავთ იმასაც, რომ ამის გადაწყვეტა მარტივად ვერ მოხდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.