აშშ-ის ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართეს
21-03-2018, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მათი ოჯახის წევრების დახმარება-რეაბილიტაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით საქართველოში აშშ-ის ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ამერიკელი პარტნიორების დახმარება ახალი მეთოდოლოგიების დანერგვაში, მათი წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების გაუმჯობესებაში გამოიხატება.

 


პოლკოვნიკებს მეთ ამიდონსა და მიგელ ჰაუს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს. შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილიც დაესწრო. ამერიკელი სტუმრები საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისის გაწევაა. მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს შორის პოსტ-ტრავმული სტრესის გამოვლენის ალბათობა საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ქართული მხარისთვის იმ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებთან გამკლავების კამპანიებში აქტიურად არიან ჩართულები, ძალიან მნიშვნელოვანია. მხარეებმა შეხვედრებზე სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

 


ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, რომ მათი მთავარი გამოწვევაა თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ და ვეტერანმა მიიღოს როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური დახმარება. ამისთვის კი აუცილებელია მოიხსნას ის სტიგმა, რომელიც როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში არსებობს. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც იქნებიან ჩართულები. ეს მათ კიდევ უფრო მეტად გააერთიანებს და გახსნის.

 


სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირის, შალვა დოლიძის სახელობის ტურნირსაც შეეხნენ, რომელსაც საფუძველი შარშან ჩაეყარა. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ არსებობს სურვილი ღონისძიებას წელს უფრო მასშტაბური სახე მიეცეს და მასში პარტნიორი ქვეყნების დაჭრილი და დაშავებული სამხედროებიც ჩაერთონ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის ხილვადობას საერთაშორისო ასპარეზზე.

 


ვიზიტის ფარგლებში პოლკოვნიკი მეთ ამიდონი და პოლკოვნიკი მიგელ ჰაუ გორის სამხედრო ჰოსპიტალს, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან, ასევე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს მოინახულებენ და მჯდომარე ფრენბურთის გუნდის წევრებს შეხვდებიან.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი