შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველების გაფრთხილებებს ყური არ დაუგდო, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაურეკა და რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, იტყობინება აშშ-ის მედია.
მან ოთხშაბათს მისი მილოცვა „თვითერზე“ ახსნა.
„მე დავურეკე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ მიმელოცა მისთვის არჩევნებში გამარჯვება (წარსულში მას ასევე დაურეკა ობამამაც). ყალბი ახალი ამბების მედია გადაირია, რადგან მათ უნდოდათ, რომ ტყავი გამეძრო მისთვის. ისინი ცდებიან! რუსეთთან (და სხვებთან) ურთიერთობების კარგად აწყობა კარგი რამაა და არა ცუდი... მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ პრობლემების მოგვარებაში ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, ISIS-თან (ისლამური სახელმწიფო), ირანთან და თვით გამალებულ შეიარაღებასთან მიმართებაში. ბუში ცდილობდა ურთიერთობების აწყობას, მაგრამ არ ჰქონდა „მოქნილობა“. ობამა და კლინტონი ცდილობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ ენერგია ან ქიმია (გაიხსენეთ გადატვირთვა). მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
ტრამპი სატელეფონო ზარის გამო, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა გააკრიტიკა.
„ამერიკის პრეზიდენტი დიქტატორებისთვის გაყალბებული არჩევნების მილოცვით თავისუფალი მსოფლიოს ლიდერად არ წარმოჩნდება. და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარის განხორციელებით, პრეზიდენტმა ტრამპმა შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის იმ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც წაერთვა უფლება ხმა მიეცა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში რათა განესაზღვრა თავიანთი ქვეყნის მომავალი, მათ შორის ურიცხვ რუს პატრიოტს, რომელთაც არაერთხელ გარისკეს გაპროტესტება და წინააღმდეგობის გაწევა პუტინის რეჟიმისთვის“, ნათქვამია მაკკეინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ რომ ტრამპმა იგნორირება გაუკეთა მისი მრჩეველების რეკომენდაციებს, არ მიელოცა პუტინისთვის გამარჯვება, პირველად გაზეთმა The Washington Post -მა გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.