ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 106-ე კილომეტრზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სოფლების, ზუდალისა და ახალი ჩორდის გავლით არის შესაძლებელი.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და როგორც კი მეწყერული პროცესი შეწყდება დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები.
ვითარებას ადგილზე ონის მერი ემზარ საბანაძე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.