უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18 ივნისიდან დაიწყება. ბილეთები ინტერნეტით გაიყიდება და მათი ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. გულშემატკივარს, ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეეძლება, სადაც მატჩზე დასასწრები 30 ათასი ბილეთი გაიყიდება.
ინტერნეტში შეძენილი ბილეთების განაღდებასაც აღნიშნული საიტი განახორციელებს.
ერთ ადამიანს, საკუთარი პირადობით, მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვის საშუალება ექნება. მატჩამდე ორი კვირით ადრე ონლაინ-გაყიდვები შეწყდება და თუკი დარჩება გასაყიდად ბილეთები, ის “დინამო არენას” სალაროში გადაინაცვლებს და იქ გაიყიდება.
ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე, საქართველოს გამარჯვებული გუნდებისა და უეფას დელეგაციები, სპონსორები და უსაფრთხოების სამსახური ესტუმრებიან, 16 ივნისს კი ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
თბილისში ჩამომსვლელთა ვინაობა საბოლოოდ 6 ივნისს გაირკვევა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამარჯვებული, 26 მაისს კი ევროპის ლიგის ფინალში, “სევილიასა” და ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს თბილისი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.