წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრველყოფს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების დადგმის, სტადიონის შემორაგვის, ვიპ და პრეს ლოჟების გაკეთების, სველი წერტილების მოწყობისა და სტადიონთან დამაკავშირებელი ორი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის, ასევე სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის ხარჯები.
მათივე ცნობით, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს დასწყისში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.