გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში 21 მარტს დოღი გაიმართა. დოღში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გარდაბნის მერიის პრესსამსახურის ცნობით, გამარჯვებულები მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, ავთანდილ ჯანხოთელმა დააჯილდოვა.

მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი - „უჩინმაჩინის ქუდი“ დადგა, რომელსაც სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი დაესწრო.

სპორტული და კულტურული ღონისძიებები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიეძღვნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.