საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მტკიცებულებები შეფასდება და ამის გათვალისწინებით მოხდება „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა.
„ამ ეტაპისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ექვსი პირი. ბრალდების წარდგენა მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიებაზე. კონკრეტული პირები უკვე დაკავებულები არიან. ამ წუთებში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოხდება საქმეში მოგროვილი მტკიცებულებების შეფასება და ამის გათვალისწინებით მოხდება ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. ეს იქნება, რა თქმა უნდა, პირველადი ბრალი. გამოძიება გაგრძელდება და ის ქმედებები, რაც გამოიკვეთება, შესაძლო დანაშაულის ნიშნები თითოეული მათგანის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში“, განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.