არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის საქართველში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, გახდება თუ არა საჭირო საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, აღნიშნული განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მთავარმა პროკურორმა ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
„გამოძიება შსს-ში დაწყებულია. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექპერტიზის ჩართულობას საქმეში, ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნულია საქართველოში სამხარაულის ბიუროში და ექპერტიზის შედეგების მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა საჭირო, რომ საქმეში ჩაერთონ საერთაშოროსო ექსპერტები. ამ ეტაპზე ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ტარდება. გამოძიება სრულიად გამჭირვალე იქნება და შედეგების შესახებ ინფორმირებული იქნება, როგორც საზოგადოება, ასევე ოჯახს ექნება სრული წვდომა გამოძიების შედეგებზე”, განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.