„ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს“, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემები ინვესტიციების და ბიზნესის ახალი შესაძლებლობები და ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ენერგოეფექტურობის მიმართულებით საქართველოს ვალდებულებები იყო. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს. „ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ მასალებს, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას როგორც მშენებლობაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დანაზოგების ზრდას“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (KfW, EBRD, AFD) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.