გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა მოხდება
22-03-2018, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მერიამ 1-ელ მარტს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც ინდმეწარმე „გიორგი მაღლაფერიძემ“ გაიმარჯვა.

 


ინდმეწარმე „გიორგი მაღლაფერიძემ“ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარსა და საჭიროების შემთხვევაში ცხოველთა სამარხში გადაყვანა, ასევე ევთანაზია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

 

 

თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს გამოკვლევები ჩაუტარდებათ, შემდეგ კი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და მარკირება(დაბირკვა). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ცხოველები ბუნებრივ არეალში დაბრუნდებიან.

 

 

ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მძიმედდაავადებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ ევთანაზია და მოხდება ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში გადაყვანა.

 

 

ხელშეკრულების თანახმად, ორგანიზაციამ ძაღლების დაჭერა თვეში მინიმუმ სამჯერ უნდა განახორციელოს.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი