საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არსებულ ხელყუმბარაზე ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩატარებულია.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნებზე მთავარი საგამოძიებო უწყება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
„ამ ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა ექსპერტიზა, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა. ჩატარდა ის სამართლებრივი პროცედურები და ის საექსპერტო პროცედურები, რაც ყველა მსგავს შემთხვევაში ტარდება ხოლმე. ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, რაც ამ საქმეში არსებობს, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც ამოვწურავთ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს, დავასრულებთ გამოძიებას. მხოლოდ ამის შემდგომ ვისაუბრებთ ყველა მტკიცებულებაზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზე“, განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.