მამუკა არეშიძე: თბილისის მერიაში სრული აჯაფსანდალია
25-05-2015, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის უმოქმედობა საზღვრებს გასცდა და ნარმანიას უწყებაში ახლახან ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დავით კეზერაშვილის კადრიც კი დანიშნეს. ამ თემებზე არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


,,მერიაში ისეთი არაჯანსაღი ვითარებაა, მიჭირს კიდეც ამაზე ლაპარაკი. თუნდაც რაც ცოტნე დადიანის ქუჩასთან დაკავშირებით მოხდა, ეს არის სირცხვილი - ვიდრე პრემიერი არ ჩაერია საქმეში, არ ეღირსა ამ ქუჩის ერთ პატარა მონაკვეთს გაკეთება. ავიღოთ მირზა შაფის ქუჩის პროექტი, გაიძახოდნენ, ღია კონკურსს ვატარებთო, საბოლოოდ კი ყველაფერი საზოგადოების ზურგს უკან გადაწყვიტეს, თანაც ყველაზე უარესად”,- აცხადებს არეშიძე.


მისი თქმით, მერიის ჩინოვნიკები, რომლებიც თანამდებობებზე ნათესაური ნიშნით დაინიშნენ, არაკომპეტენტურები არიან და ქალაქისთვის შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს იღებენ.


,,მერიაში თანამდებობებზე მუშაობს ხალხი, რომელმაც არც თბილისის იცის რამე და არც არქიტექტურისა და ურბანისტიკისა. ეს ხალხი ატარებს კონკურსებს და იღებს ქალაქის შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს“,- აცხადებს ექსპერტი.


არეშიძის ცნობით, მერიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დავით კეზერაშვილის კადრიც დანიშნეს.


,,სიმართლე უნდა ითქვას, რომ მთლად ნარმანიაც არ არის დამნაშავე. ვისაც არ დაეზარა, ყველამ თავისი კაცის დანიშვნა მოიწადინა მერიაში, პროფესიონალიზმს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ პოლიტიკურ კუთვნილებას.


გარდა ამისა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს დავით კეზერაშვილის კადრი, აბა, მეტი რაღა უნდა ვთქვა. მერიაში სრული აჯაფსანდალია“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი