საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მისი ქართველი კოლეგის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური პროტოკოლის ფარგლებში გამართული წარდგენისას პროტოკოლი დაარღვია, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან საკმაოდ დიდხანს გაჩერდა, მას ხელი არ გაუშვა და მასთან პროტოკოლისთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი საუბარი გააბა.
(იხილეთ ვიდეო)

პრეზიდენტის სასახლეში ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლუკაშენკო კალაძის მიმართ საკმაოდ დიდ კეთილგანწყობას გამოხატავს, თუმცა ვიდეოში საუბარი არ ისმის და უცნობია, ზუსტად რას ეუბნებოდა ბელარუსის პრეზიდენტი კახა კალაძეს, რომელიც ძირითადად მსმენელის პოზაში იმყოფებოდა.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.