სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბადრი ბახტაძე ხონის ქალთა კლუბის წევრებს შეხვდა.
ხონის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა აზიური მავნებელი მწერი ფაროსანა და მის წინააღმდეგ დაგეგმილი და გასატარებელი ღონისძიებები იყო.
ბახტაძემ იმ პროგრამასა და სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა. კლუბის წევრებმა პროცესთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს და პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო ადამიანის ჯანმრთელობაზე ფაროსანას წინააღმდეგ გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებების ზემოქმედების ხარისხს, მისი გამოყენების წესებს .
„აუცილებელია კოორდინირებული, შეთანხმებული მუშაობა, ბრძოლა. ცალკე სახელმწიფო, ცალკე მოქალაქე, ცალკეული ღონისძიებები შედეგს არ მოგვცემს. ფაროსანას წინააღმდეგ აუცილებელია ერთობლივად ვიმოქმედოთ“, განაცხადა ბადრი ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.