საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსულმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თბილისში მეორედ იმყოფება, ხოლო ადრე სოხუმამდე ჩავიდა, მაგრამ „ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად“.
„თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად... ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და პატიოსნებას გაუსვა ხაზი.
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.
როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, საქართველო - ბელორუსის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შესამჩნევმა პროგრესმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა. ორმხრივი ურთიერთობების ეს პროგრესი დინამიურად განვითარებადი და შეუქცევადია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.